ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტთა სავარაუდო სია, რომლებმაც მოიპოვეს 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის საუნივერსიტეტო დაფინანსება (სტატუსი სავარაუდო გულისხმობს, რომ აპელაციის შემდეგ შესაძლებელია ნაწილობრივ შეიცვალოს სიაში მოცემული შემადგენლობა).
დაინტერესებულ პირთა აპელაციების მიღება იწარმოებს 2026 წლის 28 იანვრის 17:00 სთ-მდე, UNI.TSU.GE-ის მეშვეობით.
გთხოვთ, შეტყობინების ტიპი აირჩიოთ: "სტიპენდიები და სახელმწიფო დაფინანსება" და სათაურში მიუთითოთ: "საუნივერსიტეტო დაფინანსების აპელაცია".
შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდეთ ტელ.: 577799740.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
თანხები მოცემულია საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, რაც იმას ნიშნავს, რომ სტუდენტს აესახება ბაზაში 20%-ით ნაკლები თანხა. საუნივერსიტეტო დაფინანსების სია მოცემულია სტუდენტების პერსონალური მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) გარეშე. შესაბამისად, სიაში მოცემულია სტუდენტის ID (უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი), რომლის ნახვაც სტუდენტებს შეუძლიათ UNI.TSU.GE-ის ბაზაში, სტუდენტის პროფილის ანკეტურ მონაცემებში. იხილეთ დანართი:
გისურვებთ წარმატებას!